ყველა მეხანძრე-მაშველი, ვინც ხაშურის სოფელ ცედანში, ხანძრის ქრობაში მონაწილეობდა ფულად დანამატს მიიღებს

ყველა მეხანძრე-მაშველი, ვინც ხაშურის სოფელ ცედანში, ხანძრის ქრობაში მონაწილეობდა ფულად დანამატს მიიღებს – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, შალვა ხუციშვილმა მეხანძრეებთან შეხვედრისას განაცხადა.

“ეს არის სტანდარტი, რომელსაც სამსახურის შექმნის დღიდან ვნერგავთ. ყველა მეხანძრე-მაშველი, რომელიც ჩვეულებრივზე მეტად იმუშავებს ასეთ რთულ პირობებში, ყოველთვის იქნება დაფასებული სამსახურის მხრიდან.” – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

შეხვედრაზე შალვა ხუციშვილმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა მეხანძრე-მაშველებს მადლობა გადაუხადეს

” #მადლობა თავდადებული შრომისთვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იყოთ იმაზე დაფასებულები ვიდრე ხართ დღეს, გქონდეთ თანამედროვე ტექნიკა და აღჭურვილობა. ამაზე მუშაობა 2018 წლის 1 იანვრიდან ინტენსიურად მიმდინარეობს და პირველ, ხელშესახებ შედეგებს სექტემბრიდან იხილავთ” – აღნიშნა შეხვედრაზე შალვა ხუციშვილმა

სოფელ ცედანში ხანძარი ლიკვიდირებულია. მეხანძრე-მაშველები და სახანძრო ტექნიკა მიმდებარე ტერიტორიას ამ წუთებში ტოვებენ. პრევენციისა და მონიტორინგის მიზნით ადგილზე რჩება ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

შეგახსენებთ,  ხანძარი 29 აგვისტოს,  საღამოს, დაახლოებით 23:00 საათზე გაჩნდა.

Comments
Loading...