გერმანიის ყოფილი პრეზიდენტის ვაჟი ლექციის დროს, ცივი იარაღით მოკლეს

გერმანიის ყოფილი პრეზიდენტის რიხარდ ფონ ვაიცზეკერის ვაჟი, ფრიც ფონ ვაიცზეკერი ბერლინში, კლინიკა Schlosspark-Klinik-ში, ლექციის დროს სასიკვდილოდ დაჭრეს,-ინფორმაციას RBB პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 19 ნოემბრის საღამოს, ვაიცზეკერი ლექციის დროს ცივი იარაღით დაჭრეს. ექიმების მცდელობის მიუხედავად, ის ოთხშაბათს, ღამით გარდაიცვალა.

პოლიციამ Twitter- ზე დაადასტურა, რომ თავდამსხმელი დაკავებულია. ამჟამად მისი ვინაობა და დანაშაულის მოტივი უცნობია.

59 წლის ფრიც ფონ ვაიცზეკერი 2005 წლიდან Schlosspark-Klinik-ის კერძო კლინიკაში თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელობდა.

მამამისი რიხარდ ფონ ვაიცზეკერი 1984-1994 წლებში გერმანიის ფედერალური პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა, ის ქრისტიანული დემოკრატიული კავშირის წევრი იყო.

Comments
Loading...