შავ ზღვაზე მოსალოდნელი 4-5-ბალიანი შტორმის გამო, ბანაობა აიკრძალა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს აფრთხილებს:

“დღეს, 9 აგვისტოს, ზღვაზე მოსალოდნელია 4-5-ბალიანი შტორმი, რის გამოც ბანაობა აკრძალულია. დღის განმავლობაში ტალღების სიმაღლემ შესაძლოა 1,5 მეტრიდან 3 მეტრამდე მიაღწიოს

შავი ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში, ზღვაში შესვლა ნებადართული იქნება

ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს

გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები”.

Comments
Loading...