“შავ სიაში” მყოფი 600 000 ადამიანი ახალ წელს ვალის გარეშე შეხვდება

იმ ადამიანებს, რომლებსაც საბანკო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ე.წ შავ სიაში არიან, 15 დეკემბრიდან 2018 წლის ბოლომდე სესხები ჩამოეწერებათ.

ამის შესახებ განცხადება დღეს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გააკეთა.

მისი თქმით, ამ შავ სიაში 600 ათასი ადამიანია, რომელთა ჯამური დავალიანება მილიარდ ნახევარს ლარს შეადგენს.

“მინდა განუმარტო საზოგადოებას, რომ შავ სიაში დაფიქსირებული ვალების თითქმის 95% შედგება სესხებიდან, რომელთა ძირი თანხაც არ აღემატება 2000 ლარს. საუბარია 600 -ზე მეტი მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებებზე ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების თუ სხვადასხვა საფინასო ინსტიტუტის მიმართ, რომელიც ჯამში შეადგესნ მილიარდნახევარ ლარს.

დღევანდელი გადაწყვეტილებით, ეს მილიარდნახევრიანი დავალიანება უნოლდება ჩვენს მოქალაქეებს.

ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ამ კატეგორიაში შედი 150 ათასი სოციალურად დაუცველი და ათეულობით ათასი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჩვენი მოქალაქე.

მიმდინარეობს მუშაობა მოვალეთა რეესტრის ბაზებზე. ვალები განულების პროცესი დაიწყება 2018 წლის 15 დეკემბრიდან და 31 დეკემბერს დასრულდება.

600 ათასი მოქალაქე და მათი ოჯახები 31 დეკემბრამდე გარანტირებულად ამოვა მოვალეთა რეესტრიდან და ვალების გარეშე შეხვება ახალ წელს. ამ 600 000 მოქალაქის ვალების განულებაზე შეთანხმება უკვე მიღწეულია, თუმცა მუშაობა გრძელდება და სხვა ფინანსური ორგანიზაციების მიერ ჩვენს ინიციატივასთან შემოერთების პარალელურად ვალებისგან გათავისუფლებულ მოქალაქეთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. “, – განაცხადა პრემიერმა.

 

Comments
Loading...