შალვა ნათელაშვილი – არჩევნების გაყალბებამ შეიძლება მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს

„ლეიბორისტული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატის შალვა ნათელაშვილის შეფასებით, არჩევნების გაყალბება მასშტაბური პრობლემა გახდა, რის გამოც შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს.

„ძალაუფლების უზურპაცია, არჩევნების გაყალბება გლობალური პრობლემა გახდა კაცობრიობისათვის, ისევე როგორც ტერორიზმი, ატომური იარაღი, ისევე როგორც გლობალური დათბობა. ეს არის სერიოზული თემა, რამაც შეიძლება მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს. ვისაც ეს არ სჯერა არაბულ პროცესებს გადახედოს“, – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

მისი თქმით, ქვეყანაში არჩევნების მორიგი გაყალბების პროცესი მზადდება, ამაზე კი ეუთო-ს ხელმძღვანელობასთან ჰქონდა საუბარი.

„ჩვენ არ უნდა მივცეთ ივანიშვილის ბანდას საშუალება, კიდევ ერთხელ ისარგებლოს ხალხის უბედურებით და მათი ბატონობა მუდმივობად გადაიქცეს“, – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

2020news.ge

Comments
Loading...