შალვა ნათელაშვილი: არ მომანდეს ქვეყანა და მიიღეს მისაღები, ისევ არ მომანდობენ და კიდევ მიიღებენ

ჩვენი გაერთიანების საფუძველი გახდა, არც მეტი არც ნაკლები ბიძინა ივანიშვილი, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა და ოპოზიციის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატმა, ნაძალადევის ოლქში,შალვა ნათელაშვილმა განაცხადა გადაცემაში “რეაქცია”.

მისი თქმით, ივანიშვილის საფრთხემ და მისმა პოლიტიკამ ფაქტობრივად გააერთიანა პოლიტიკური სპექტრი.

“მე რომ მქონდა “ნაციონალურ მოძრაობასთან დაპირისპირება… ჩვენი გაერთიანების საფუძველი გახდა, არც მეტი არც ნაკლები ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილის საფრთხემ და მისმა პოლიტიკამ ფაქტობრივად გამოიწვია პოლიტიკური სპექტრის გაერთიანება, პოლიტიკური სპექტრის აჯანყება”, – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, ახლა იმავეს ეტყვის ამომრჩეველს, რომ ერთხელ მაინც მიანდონ ქვეყანა? – პასუხობს:

“ეს მაშინ გულწრფელად ვთქვი და როცა არ მომანდეს, კი მიიღეს აგერ მისაღები. კიდევ არ მომანდობენ და კიდევ მიიღებენ”, – თქვა შალვა ნათელაშვილმა.

Comments
Loading...