შალვა ნათელაშვილი: მეუფეებო, წამოდით პოლიტიკაში, თუ არა და დაანებეთ თავი მთავრობასთან ფლირტს!

ძვირფასო მეუფეებო, წამოდით პოლიტიკაში, თუ არა დაანებეთ თავი მთავრობასთან ფლირტს – ასე მიმართა გადაცემა “რეაქციის” ეთერიდან “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა მეუფეებს.

“ჩემო ძვირფასებო, მეუფეებო თუ ძალიან გინდათ პოლიტიკოსობა კი ბატონო კვიპროსში იყო პრეცენდენტი, როდესაც 70-იან წლებში გახდა არქიეპისკოპოსი მაკარიუსი პრეზიდენტი. სხვათა შორის მას შემდეგ კვიპროსი გაიყო ორად და ატყდა არეულობა, მაგრამ ფაქტია. წამოდით პოლიტიკაში, თუ არა დაანებეთ თავი მთავრობასთან ფლირტს”, – განაცხადა ნათელაშვილმა.

კითხვაზე, რატომ ამბობს ამას? აქვს მოლოდინი, რომ ეკლესია გვერდში დაუდგება ხელისუფლებას? – პასუხობს:

“ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ. ოღონდ ეკლესია არა, – საპატრიარქო. ეკლესია ღვთის სახლია და ნუ ვაიგივებთ საპატრიარქოს და ეკლესიას. ძვირფასო საპატრიარქო ჯერ წართმეული გარეჯი გამოგეგლოვათ და მერე დაგეთრიათ ეს 20-20 ჰექტარი ქართული მიწა. ის ქართულია და არ შეიძლება იყოს ან საპატრიარქოს საკუთრება ან კერძო პირის ან ინვესტორის საკუთრება”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

Comments
Loading...