შალვა ნათელაშვილი: მოსკოვიდან “ლუგარგეიტი” მოფიქრებული და აგორებულია პირადად ბიძინა ივანიშვილის მიერ

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს “ლუგარის” ლაბორატორიასთან დაკავშირებული თემის “აგორებაში” ადანაშაულებს და ვარაუდობს, რომ მალე რუს ოკუპანტებს ოკუპირებული ტერიტორიების შემოღობვის პროცესსაც დააჩქარებინებს.

“მოსკოვიდან ეს “ლუგარგეიტი” მოფიქრებული და აგორებულია პირადად ბიძინა ივანიშვილის მიერ. კარგავს ძალაუფლებას და მიადგა საშველად კრემლს. ამით ფიქრობს, ამერიკაზე მოახდინოს ზეწოლა რათა მათი სტრატეგია გადაერთოს ამ ყურით მოთრეულ პრობლემაზე და შეამსუბუქონ ზეწოლა საკუთარ რეჟიმზე, რომლითაც აპირებს უკანონოდ ძალაუფლების კვლავ უზურპაციას. ამავე მიზნით, ოლიგარქი რუს ოკუპატებს დააჩქარებინებს შემოღობვის პროცესს ცხინვალის რეგიონსა და ენგურის მონაკვეთზე” –  წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.

Comments
Loading...