შალვა ნათელაშვილი: უკვე შეიძლება თამამად ითქვას, რომ საქართველოს მზე ამოდის ატლანტიკიდან

“ჩვენი მრავალწლიანი ბრძოლა პუტინისტურ-ოლიგარქიული დაჯგუფებისათვის საერთაშორისო იზოლაციის შესაქმნელად, შედის გადამწყვეტ, ფინალურ სტადიაში. აშშ კონგრესი იწყებს ივანიშვილის რეჟიმისთვის ფინანსური სანქციების დაწესებას. დღეს უკვე შეიძლება თამამად ითქვას, რომ საქართველოს მზე ამოდის ატლანტიკიდან. თუ ივანიშვილი არ გამოაცხადებს, რომ თმობს ძალაუფლებას, მას ელოდება ისეთი რეალური სანქციები, როგორიც არ ღირსებია არცერთ მსოფლიოში ცნობილ, თანამედროვე, თუ წარსულის დიქტატორს”.

ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე შალვა ნათელაშილმა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების 15 %-ს შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამავდროულად. კანონპროექტში გაცხადებულია რომ ნებიმისმიერი ქვეყანა, ვინც აღიარებს აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, მოხვდება ამერიკული ფინანსური და დიპლომატიური სანქციების ქვეშ.

“როგორც ვხედავთ, საქართველო ყოველდღიურად იმარჯვებს. მთავარია, ამ გამარჯვებას წინ აღარ გადაეღობოს ის, ვინც 8 წლის განმავლობაში გვამარცხებდა და მაინც ვერ წაგვაქცია. მთავარია, ივანიშვილმა შეიგნოს, რომ მოვიდა დროს მისი წასვლისა, გამოაცხადოს ძალაუფლების გადაცემასთან დაკავშირებული პროცედურების დაწყება და მისცეს ქართველ ხალხს დიდ მაგისტრალზე გასვლის საშუალება, რის უფლებასაც იგი არ გვაძლევდა. ეს არის ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტი, რომელიც შედგენილია, ჩვენს მიერ 8 წლის განმავლობაში ვაშინგტონისთვის მიწოდებული, დასაბუთებული ინფორმაციების საფუძველზე და ამას ამაყად ვაცხადებ, რასაც 8 წლის წინ შევპირდი საქართველოს, გახდა განხორცილებეადი”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარებას 15 %-ს აჩერებს მანამ, სანამ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს არ გადადგამს დემოკრატიული ინსტიტუტებს განმტკიცებისკენ, კორუფციის ბრძოლისკენ და უზრუნველყოფს კერძო სექტორში კანონის უზენაესობას.

Comments
Loading...