შალვა ნათელაშვილი: ხელისუფლებაში ორი ვადით ვაპირებ ყოფნას, მეტით არა

“ჩემი გული ძგერს თქვენთვის, თქვენი გული ვისთვის იძგერებს, ამას არჩევნები გამოაჩენს”- “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი “ღამის კურიერში” აცხადებს, რომ პოლიტიკაში კიდევ 30 წლით, ხელისუფლებაში კი ორი ვადით აპირებს ყოფნას.

“20 წელი ცოტაა, წინ კიდევ 30 წელია. ხელისუფლებაში ორი ვადით ვაპირებ ყოფნას, მეტით არა. მერე აუცილებლად წავალ და გადავალ ოპოზიციაში. მინიმუმ 30 წელი მაქვს, რომ გემსახუროთ. პოლიტიკაში რითაც მოვედი, ისევ იმით ვარ…
მე დავრჩები სანამ ცოცხალი ვარ ასეთად, ჩემი გული
ძგერს თქვენთვის, თქვენი გული ვისთვის იძგერებს, ამას არჩევნები გამოაჩენს”, – განაცხადა ნათელაშვილმა.

Comments
Loading...