შალვა პაპუაშვილი: მიხეილ სააკაშვილი ამ ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, არ შემოვა

დაბრალება, დისკრედიტაცია, ტემპერატურის აწევის მცდელობა არის იმიტომ რომ ფაქტია, ნაციონალური მოძრაობა კიდევ ერთხელ დამარცხდება და დიდი ალბათობით იქნება ეს საბოლოო მარცხიმათთვის, რადგან ვხედავთ, რომ მათ არანაირი მორალური რესურსი აღარ დარჩათ. სინამდვილეში ყველაფერი იქნება მარტივად – მიხეილ სააკაშვილი, რა თქმა უნდა, ამ ტერიტორიაზე არ შემოვა”, ამ ის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა შალვა პაპუაშილმა დღევანდელ ბრიფინგზე ჟურნალისტებს დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომელც საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლას უკავშირდება.

“მგონი, ამაზე სერიოზული კომენტარების გაკეთებაც აღარ ღირს. მიხეილ სააკაშვილს არაერთხელ, თუ არ ვცდები, მედიამ მოთვალა, 17 -ჯერ აქვს ასეთი განცხადება გაკეთებული, 17-ჯერ აპირებდა ჩამოსვლას და არცერთხელ არ ჩამოვიდა. მიხეილ სააკაშვილი გახლავთ უკრაინის მოქალაქე, რომელიც გასამართლებულია საქართველოში. იცით, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მას 3 წელი აქვს მისჯილი, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე 6 წელი აქვს. ვფიქრობ, რომ ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე ახლა სწორედ იმაზე ფიქრობს, რომ ეს განაჩენები უნდა აღსრულდეს. შესაბამისად, თუკი ის მოხვდება საქართველოს იურისდიქციის ქვეშ, მოხდება ამ განაჩენების აღსრულება” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კითხვაზე: თაკო ჩარკვიანის განცხადებით, 40 ათასი ადამიანი უკვე შეკრებილია საერთო სახალხო მოძრაობაში. თუკი ამდენი ადამიანი იქნება მსურველი, რომ დახვდეს მიხეილ სააკაშვილს და იზრუნოს მის უსაფრთხოებაზე, გამოიყენებს თუ არა ხელსიუფლება ძალას მის დასაკავებლად, შალვა პაპუაშვილმა უპასუხა:

“ეს იქნებოდა სამწუხარო ფაქტი, რომელიც იქნებოდა წინააღმდეგი, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე სასამართლოს განაჩენი აღსრულდეს. არ მგონია, რომ ამდენი ადამიანი იქნება საქართველოში მომხრე ან წინააღმდეგი, რომ განაჩენი აღსრულდეს. დაბრალება, დისკრედიტაცია, ტემპერატურის აწევის მცდელობა არის იმიტომ რომ ფაქტია, ნაციონალური მოძრაობა კიდევ ერთხელ დამარცხდება და დიდი ალბათობით იქნება ეს საბოლოო მარცხიმათთვის, რადგან ვხედავთ, რომ მათ არანაირი მორალური რესურსი აღარ დარჩათ. სინამდვილეში ყველაფერი იქნება მარტივად – მიხეილ სააკაშვილი, რა თქმა უნდა, ამ ტერიტორიაზე არ შემოვა”.

 

Comments
Loading...