შარლ მიშელი ბათუმში ჩავიდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოშო ჩამოვიდა.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მას საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დახვდნენ.

შარლ მიშელი საქართველოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოწვევით ჩამოვიდა.

Comments
Loading...