შარლ მიშელი: მოვუწოდებ ყველას ვისაც ხელი არა აქვს ამ შეთანხმებაზე მოწერილი, მოაწეროს

“დღეს მთავარი და ცენტრალური როლი არის ადამიანის უფლებები და ის თავისულებები, რომელიც ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში ესოდენ მნიშვნელოვან როლს თამაშობს”, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელემა განაცხადა.

“უმცირესობათა უფლებები არ არის მარგინალური საკითხი. პატივისცემა მრავალფეროვნებისადმი და ადამიანის ღირსებისადმი არის უმთავრესი და საკვანძო საკითხი ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებში. კონსტიტუციური უფლებები პრესის თავისუფლებისა და ასევე, გამოხატვის თავისუფლებისა, უნდა იყოს დაცული.
მე ვარ კმაყოფილი, რომ ყველა ხელმომწერი შეთანხმებისა კვლავ თავს მიიჩნევს ვალდებულს, რომ ყველა პოლიტიკური ძალა იყოს გაერთიანებული ქვეყანაში და ამ მიმართულებით იმოქმედოს. ასევე მოვუწოდებ ყველას ვისაც ხელი არა აქვს ამ შეთანხმებაზე მოწერილი, მოაწეროს”, – განაცხადა შარლ მიშელმა.

Comments
Loading...