შარლ მიშელი: უმცირესობათა უფლებები არ არის მარგინალური საკითხი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

შარლ მიშელის განცხადებით, კონსტიტუციური უფლებები პრესის თავისუფლებისა და ასევე, გამოხატვის თავისუფლებისა, უნდა იყოს დაცული.

“დღეს მთავარი და ცენტრალური როლი არის ადამიანის უფლებები და ის თავისულებები, რომელიც ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში ესოდენ მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
უმცირესობათა უფლებები არ არის მარგინალური საკითხი. პატივისცემა მრავალფეროვნებისადმი და ადამიანის ღირსებისადმი არის უმთავრესი და საკვანძო საკითხი ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებში. კონსტიტუციური უფლებები პრესის თავისუფლებისა და ასევე, გამოხატვის თავისუფლებისა, უნდა იყოს დაცული.
მე ვარ კმაყოფილი, რომ ყველა ხელმომწერი შეთანხმებისა კვლავ თავის ვალდებულს, რომ ყველა პოლიტიკური ძალა იყოს გაერთიანებული ქვეყანაში და ამ მიმართულებით იმოქმედოს. ასევე მოვუწოდებ ყველას ვისაც ხელი არა აქვს ამ შეთანხმებაზე მოწერილი მოაწეროს”, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

Comments
Loading...