შატილის სკოლა-პანსიონის აღსადგენად მთის ფონდიდან მილიონ-ნახევარი ლარი გამოიყოფა

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„შარშან, ოქტომბერში შატილში სკოლა-პანსიონი დაიწვა. და ჩვენ მაშინ გავეცით დაპირება, რომ უახლოეს შესაძლო პერიოდში ჩვენ აღვადგენთ ამ სკოლა -პანსიონს, კლიმატური პირობები გვაძლევს საშუალებას, დავიწყოთ კონკრეტული სამუშაოები. ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამოაქვს დღეს საკითხი, მთის ფონდიდან გამოიყოფა მილიონ ნახევარი ლარი, იმისტვის, რომ უახლოეს პერიოდში , ერთი სეზონის ფარგლებში შატილში ბავშვებს სკოლა-პანსიონი აღვუდგინოთ. ეს დაპირება რა თქმა უნდა შესრულედება“ – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

შეგახსენებთ, შატილში სკოლა-პანსიონი, სადაც 7 მოსწავლე სწავლობდა, 2019 წლის ოქტომბერში დაიწვა.
ფოტო: მთის ამბები

Comments
Loading...