შაშკინი: მე რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ვარ, რატომ არ შეიძლება, ჩემმა ორგანიზაციამ ობიექტური დასკვნა დადოს?

ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დიმიტრი შაშკინი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ისტერიკაშია ჩავარდნილი, რადგან იციან, რომ არჩევნებს წააგებენ.

“ანუ, როდესაც წულუკიანი საუბრობს, რომ ახალი ორგანიზაციები შევქმენით, ეს არის ტყუილი. მე მაქვს კონსტიტუციური უფლება, შევქმნა არასამთავრობო ორგანიზაცია. 2014 წელს მე და ჩემმა მეგობრებმა შევქმენით არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აკვირდებოდა არჩევნებს 2016-ში, 2017-ში, 2018-ში და დავაკვირდებით 2020-ში. ამავდროულად, ეს ორგანიზაციები მუშაობდნენ დამკვირვებლებლად 2015-ში უკრაინაში, შუა აზიაში და ასევე ასრულებდნენ სხვადასხვა პროექტებს, რომლებიც კანონმდებლობით არის დაშვებული. ამაში გადასახადებსაც ვიხდიდით, ხალხი, რომელიც იყო დასაქმებული და ვმუშაობდით სხვადასხვა საკითხზეც. მე მაქვს შეკითხვა, იცით, რომ ყველა საარჩევნო უბანზე არის 12-კაციანი კომისია, 12-კაციან კომისიაში ექვსი უნდა იყოს პროფესიული ნიშით დანიშნული, სამი „ქართული ოცნების“, „პატრიოტთა ალიანსის“, „ნაცმოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ერთი წევრი. მათემატიკა ხომ კარგად იცით, ხომ დავთვალეთ, რომ 10 კაცი ჰყავთ კომისიაში. თქვენ თუ თვლით, რომ საარჩევნო კომისია, რომელშიც 12 კაციდან 10 კაცს ფლობს „ქართული ოცნება“, დადებს ობიექტურ დასკვნას, მე რომ ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, არ მაქვს უფლება, მქონდეს არსამთავრობო ორგანიზაცია და ცესკო-ს აქვს უფლება, „ქართული ოცნების“ წევრები დანიშნოს პროფესიული ნიშნით? ლოგიკა სად არის. თქვენ თუ მიგაჩნიათ, რომ „ქართული ოცნება“, რომელიც ფლობს უბანზე 10 კაცს, დადებს ობიექტურ დასკვნას, რატომ თვლით, რომ იმის გამო, რომ მე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ვარ, არ შეიძლება, ჩემმა ორგანიზაციამ დადოს ობიექტური დასკვნა. საარჩევნო კომისია მიუკერძოებელი უნდა იყოს, ჩემი ორგანიზაციის წევრებიც არიან მიუკერძოებლები. კითხვაზე კითხვით გპასუხობთ. ბოდიში ჟარგონისთვის, ვიღაცას ჰგონია, ბიძინა ივანიშვილი დააბოლეს ,რომ 12 კაციდან 10 კაცს აკონტროლებს „ოცნება“და ამიტომ არჩევნებს გავაყალბებ. დაწყებული ვეტერანებით, დამთავრებული მაღაროელებით არასამთავრობო ორგანიზაციებში წევრიანდებიან, რომ უბნები გაყალბებისგან დიცვან, რაც არის საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის მოვალოება. რადგან თქვენ დააბოლეთ თქვენი უფროსი, რომ არჩევნებს გააყალბებთ, ნუ გგონიათ, რომ ამის შანსს მოგცემთ“, – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

Comments
Loading...