შემზარავი ამბავი სამეგრელოდან – დედა შვილის დაკრძალვიდან მის საფლავზე ცხოვრობს
სამეგრელოში, კერძოდ კი ზუგდიდში, „მაცხოვრის კარის“ სასაფლაოზე ქალი დასთან ერთად, მეცამეტე წელია, ცხოვრობს.
დოდო ჯოხაძემ ჯერ ქმარი დაკარგა, ორი წლის შემდეგ კი ერთადერთი ვაჟი – დავით (ჯაჯა) ჯანჯღავა, რომელიც 2009 წლის 4 დეკემბერს, სოფელ ჩხორიაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.
მგლოვიარე დედამ შვილის დაკრძალვა თავდაპირველად საკუთარ ეზოში მოინდომა, თუმცა აზრი შეიცვალა და სასაფლაოზე გადაწყვიტა, სადაც 8 მიცვალებულია.