შემზარავი შემთხვევა, რომელიც ცოტა ხნის წინ მოხდა – ქალი ყელგამოჭრილი იპოვეს

ვალეში 50 წლის ქალი გარდაცვლილი ნახეს, მას ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. შემთხვევა დღეს, 17 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში მოხდა.

“როგორც მითხრეს დაზიანება თავად მიიყენაო, მაგრამ დაზუსტებით არ ვიცი. თავად ამას როგორ შეძლებდა?”, – ამბობს ვალეში საკრებულოს დეპუტატი, მერი ხაბეიშვილი.

გარდაცვლილს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. პირველადი მონაცემებით, თვითმკვლელობა სახელდება. მომხდართან დაკავშირებით რედაქცია პასუხს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ელოდება. ქალი ვალეში შვილთან ერთად ცხოვრობდა.

შემთხვევის გამო, ვალის კულტურის ცენტრში დაგეგმილი კონცერტი გადაიდო, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ გაავრცელა.

წყარო: sknews.ge

Comments
Loading...