შერემეტევოში, ცეცხლმოდებულ თვითფრინავში დაღუპულთა რაოდენობა 41-მდე გაიზარდა (ვიდეო)

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ადასტურებს, რომ Sukhoi Superjet 100-ის ბორტზე მყოფი 78 კაციდან 41 დაღუპულია.

33 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი გადარჩა. ეკიპაჟის ერთი წევრი დაიღუპა. დაღუპულთა შორის არის ორი ბავშვი. მოსკოვის ოლქის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის, დმიტრი მატვეევის განცხადებით, სამედიცინო დახმარებისთვის 19 კაცმა მიმართა. მათგან 5 ჰოსპიტალიზებულია.

ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრით თქმით, ხომალდს მეხი დაეცა, რის სედეგადაც ავტომატიკა მწყობრიდან გამოვიდა. იძულებითი დაშვების დროს შასი ასაფრენ ბილიკს ხისტად შეეხო, გატყდა, ნამსხვრევები ძრავში მოხვდა და ცეცხლი გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ თვითმფრინავის კუდის მხარე მთლიანად დაიწვა.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

Comments
Loading...