შესაძლოა,პუერტო-რიკო აშშ-ის შტატი გახდეს

პუერტო-რიკოს გუბერნატორმა ვანდა ვასკესმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმადაც, 3 ნოემბერს ჩატარდება რეფერენდუმი კუნძულის, აშშ-ის სახელმწიფოში გაწევრიანების შესახებ,შტატის სტატუსით.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რეფერენდუმი ჩატარდება ადგილობრივი არჩევნების პარალელურად. ამასთან, პლებისციტი არ ითვალისწინებს, რომ შეერთებულ შტატებს მოუწევს კენჭისყრის შედეგების მიღება. საბოლოო გადაწყვეტილებას, აშშ-ს კანონის შესაბამისად, იღებს აშშ-ს კონგრესი.

პუერტო-რიკოს ამჟამინდელი საერთაშორისო სამართლებრივი სტატუსი, რომელიც ანექსირდა 1989 წელს,აშშ-ს მიერ ესპანურ-ამერიკული ომის დროს , დიდწილად სადავოა. ასე რომ, პუერტო-რიკოს მაცხოვრებლები ოფიციალურად განიხილება აშშ-ს მოქალაქეებად, მაგრამ არ იხდიან გადასახადებს ფედერალური ხაზინისათვის და არ აქვთ უფლება მიიღონ მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში.

Comments
Loading...