შესაძლოა, საქართველოშო სუსტი იმუნიტეტის მქონე პირებისთვის ბუსტერ დოზით აცრა დაუშვან

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას თქმით, covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ დოზებთან დაკავშირები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს ელოდებიან.

„ბუსტერ დოზებთან დაკავშირებით ერთი არის ტექნიკური გადაწყვეტილება ექსპერტების მხრიდან, რამდენად არის ეს დოზა აუცილებელი იმისთვის, რომ იმუნიტეტი იყოს მყარი ვაქცინაციის შემდეგ. ამასთან დაკავშირებით გარკვეული მხარდამჭერი მეცნიერული მტკიცებულებები არსებობს და საერთაშორისოდ არის 6-8-თვიანი ვადა რეკომენდებული მესამე დოზისთვის და უფრო ხშირად საუბარია სუსტი იმუნიტეტის მქონე პირებზე. ბუნებრივია, ჩვენთვისაც ეს იქნება პირველი ჯგუფი, ვისთანაც ვისაუბრებთ ბუსტერ დოზებზე. დანარჩენი დამოკიდებული იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებზე“, – განაცხადა  თამარ გაბუნიამ.

შეგახსნებეთ, Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 12 503 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 662 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 534 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.29%.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 575 პირი ემსხვერპლა.

Comments
Loading...