შესაძლოა, ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება ისევ დაწესდეს საზოგადოება

გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 2600-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო სხდომის დასრულების შემდეგ ამირან გამყრელიძემ განაცხადა რომ შესაძლოა ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება ისევ დაწესდეს.

twitter sharing button
messenger sharing button
whatsapp sharing button„მოშვებულია მოსახლეობა, პირბადის ტარება დახურულ სივრცეებშიც აღარ ხდება. დღეს იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ღია სივრცეებში დაწესდეს პირბადესთან მიმართებაში რეკომენდაცია, საკოორდინაციო შტაბი დაამუშავებს ამ საკითხს და ალბათ შესაბამისი ცვლილებები შევა განკარგულებაში.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ საკითხებში ყოველთვის უფრო რადიკალურია, ჩვენ წარვადგინეთ მთელი ნუსხა რეკომენდაციების, სადაც მთავარი არის ერთი მხრივ იმუნიზაციის და ვაქცინაციის პროცესის მაქსიმალურად ინტენსიფიცირება, მეტი აქტიურობა, რომ ავიცრათ, მორე მხრივ გონივრულობის ფარგლებში შეზღუდვების დაწესება, მაგრამ, ამავე დროს, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ თუ ეპიდსიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება და იქნება გაუარესების ტენდენცია, მაშინ ჩვენ, დაავადებათა კონტროლის ცენტრი უფრო მკაცრი შეზღუდვების რეკომენდაციებს დავაყენებთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ

Comments
Loading...