შესაძლოა,Microsoft-მა ყველა თავისი ფიზიკური მაღაზია დახუროს

Microsoft-მა განაცხადა, რომ საცალო ვაჭრობის ახალი მიდგომის ფარგლებში, ყველა თავისი ფიზიკური მაღაზიის დახურვას აპირებს.

კომპანიამ შეაჩერა თავისი მაღაზიების Microsoft Store მუშაობა მარტის ბოლოს, რისი მიზეზიც COVID-19 კოროვირუსული პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები გახდა.

Microsoft-ის დასკვნაში ნათქვამია, რომ საცალო სეგმენტში მისი ყველა თანამშრომელი გააგრძელებს მუშაობას კომპანიის ოფისებში და დისტანციურად.

“ჩვენი გაყიდვების მაჩვენებელი ინტერნეტით გაიზარდა, რადგან პროდუქტის პორტფოლიო გადაკეთდა ძირითადად ციფრულ შეთავაზებებზე. ჩვენმა ნიჭიერმა გუნდმა აჩვენა წარმატებული შედეგები ფიზიკური ადგილების გარეთ, მომხმარებლების მომსახურებაში.” – თქვა Microsoft- ის კორპორატიულმა ვიცე-პრეზიდენტმა დევიდ პორტერმა.

Comments
Loading...