“შეუთავსებლად ვთვლი, რომ ამ ყველაფრის შემდეგ მე აქ ვიცხოვრო და ვიღვაწო” – იღუმენია თამარ გამყრელიძე ეპარქიას ტოვებს

"შეუთავსებლად ვთვლი, რომ ამ ყველაფრის შემდეგ მე აქ ვიცხოვრო და ვიღვაწო",- ამის შესახებ ჟურნალისტებს წმ. ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, თამარ გამყრელიძემ განუცხადა.

„ნამდვილად ვტოვებ ეპარქიას. გუშინაც განვაცხადე, შეუთავსებლად ვთვლი, რომ ამ ყველაფრის შემდეგ მე აქ ვიცხოვრო და ვიღვაწო. ამ ყველაფრის შემდეგ მონასტერში ჩავალ, დაველაპარაკები დედებს, ყველას თავისუფალი არჩევანი აქვს და ყველა გადაწყვეტს ვინ დარჩება და ვინ წავა, ეს მათი არჩევანია.

პირადად მე, მივიჩნევ, რომ წმინდა ნინოს მონასტერი არ უნდა დაცარიელდეს. მე ასე ვთვლი, როგორც მონაზონი და ვინც ამ ჯვარს იტვირთებს და დარჩება, მე გამეხარდება. მე პირადად აქ არ დავრჩები. სადაც იქნება მეუფე პეტრე, იქ ვიქნები მეც“, – განაცხადა გამყრელიძემ.

Comments
Loading...