“შეუსრულებელი მისიის” გადაღებისას ტომ კრუზი ავარიაში მოყვა

"შეუსრულებელი მისისს" მეშვიდე ნაწილის ერთ-ერთი სცენის გადაღებისას ტომ კრუზმა მარცხი განიცადა. ინფორმაციას ავრცელებს The Mirror.

მოგეხსენებათ, ტომ კრუზი უარს ამბობს დუბლიორებზე და ყველა სახიფათო ნომერს თავადვე ასრულებს. “შეუსრულებელი მისიის” მეშვიდე ნაწილის ერთ-ერთი სცენარის მიხედვით,მსახიობს მოტოციკლეტი ერთი შენობის სახურავიდან მეორე შენობის სახურავზე უნდა “გადაეფრინა” ,თუმცა აჩქარების დროს სატრანსპორტო საშუალებამ დაიწყო გაჩერება და ვერ შეძლო მეორე სახურავამდე მიღწევა.

საბედნიეროდ,კრუზი ამ სცენის შესრულებისას დაზღვეული იყო და არ დაშავებულა,თუმცა ორი მილიონი ფუნტის ღირებულების მოტოციკლეტი დაიწვა.

Comments
Loading...