“შეძრული ვარ, სიტყვები არ მყოფნის…” – არიანა გრანდე მისი კონცერტის შემდეგ მანჩესტერ არენაზე მომხდარ ტერაქტზე

მომღერალი არიანა გრანდე მანჩესტერში, საკუთარი კონცერტის შემდეგ მომხდარი ტერორისტულ აქტის გამო შეძრწუნებულია.

მომღერალი მომხდარა მბავს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„შეძრული ვარ, სიტყვები არ მყოფნის იმის გამოსახატად, რასაც განვიცდი. ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ!“ – წერს არიანა გრანდე.

ინგლისის ქალაქ მანჩესტერის არენაზე მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 19 ადამიანი ემსხვერპლა, 60-მდე კი დაშავებულია.

როგორც ცნობილია, სისხლიანი თავდასხმა არიანა გრანდის კონცერტის დასრულების შემდეგ, ფოიეში განხორციელდა.

პოლიციამ მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფასა. სამართალდამცავი უწყება თვითმკვლელი ტერორისტის ვერსიას განიხილავს.

ქალაქის მასშტაბით გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

Comments
Loading...