“შეხვედრამდე, თბილისში!”-სააკაშვილი საქარათველოში ჩამოდის

მე უკვე ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოსთვის – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილმა 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია არჩევნებზე ყველა მივიდეს და “მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნები დაიხურება ყველანი უნდა გამოვიდეთ ქალაქების სოფლების ცენტრებში და ერთად დავიცვათ მოპოვებული გამარჯვება”.

“მე ვერ ვიქნები ამ პროცესის გვერდით, საქართველოს ბედი წყდება, საქართველოს არ გადარჩენა გადარჩენის საკითხი წყდება და რა თქმა უნდა, ავიღე ბილეთი, როგორც ვთქვი, 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში და თქვენთან ერთად დავიცვა ნება და თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში. ამას მე არც ჩემთვის ვაკეთებ, მე არანიარი პირადი ამბიცია არ მამოძრავებს და არანაირი თანამდებობის სურვილი, ნამდვილად არ ვაპირებ ამისთვის ბრძოლას, მაგრამ ნამდვილად ვაპირებ ბრძოლას იმისათვის, რომ ჩვენს შვილებს ჰქონდეს მომავალი. ვაპირებ ბრძლას იმისთვის, რომ საქართველო არა მხოლოდ დარჩეს რუკაზე, არამედ დაუბრუნდეს განვითარებას და ეს სიღარიბე, გამოუვალობა, კატასტროფა, რაც ხდება, საქართველოს გადაშენება- განადგურების პროცესი ერთხელ და სამუდამოდ შეჩერდეს. იმედი მაქვს, ყველანი ერთმანეთს დავუფგებით გვერდით, გადავდებთ გვერდზე ყველა განსხვავებებს, ჩვენ უნდა წვაიდეთ ბოლომდე – სრულ გამარჯვებამდე. შეხვედრამდე, თბილისში!” -თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

Comments
Loading...