“შვილებთან მიიჩქაროდი და აეროპორტში მოგისწრო სიკვდილმა” – იტალიაში ქართველი ქალი გარდაიცვალა, რომელიც სამშობლოში ბრუნდებოდა

იტალიაში ქართველი ემიგრანტი ქალი  გარდაიცვალა.

როგორც ირკვევა, ქალი სამშობლოში ბრუნდებოდა და აეროპორტში დაიღუპა.

სამწუხარო ინფორმაციას   საემიგრაციო ჯგუფი _ „იტალიაში ემიგრანტები“ ავრცელებს.

„გარდაიცვალა ემიგრანტი…. ქალბატონი ნატო. უფალმა ნათელში ამყოფოს შენი ნატანჯი სული… ვუსამძიმრებთ ოჯახს და ემიგრანტებს.

უდროოდ წახვედი, ნატო! არ მინდა იმის დაჯერება, რომ ვეღარასოდეს გნახავ და ვერ გავიგონებ შენს ხმას. შვილებთან მიიჩქაროდი და აეროპორტში მოგისწრო სიკვდილმა, იქ ჩაგავლო კლანჭები. ნათელში იყოს შენი სული!“, – ნათქვამია  ინფორმაციაში.

Comments
Loading...