აშშ-ში შვილი დედის გადასარჩენად მატარებელს შეუვარდა

ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში დედის გადასარჩენად გოგო მატარებელს შეუვარდა. ამის შესახებ Atlanta Journal-Constitution-ი წერს.

სიუ ვენსზელი და მისი შვილი ატლანტაში სხვა შტატიდან ჩავიდნენ. მეტროში მოულოდნელად ქალს უცნობი კაცი დაესხა თავს და ხელი ჰკრა, რის შედეგადაც ის ლიანდაგებზე აღმოჩნდა.

28 წლის გოგო კი დედის გადარჩენას შეეცადა და თვითონაც გადახტა. მან ქალის ლიანდაგებიდან გადაყვანა მოახერხა, თუმცა თვითონ უსაფრთხო ადგილას გასვლა ვერ მოასწრო და მატარებლის ქვეშ მოჰყვა. საბოლოოდ, ის გადარჩა, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმეა.

პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა. სავარაუდოდ მას ფსიქიკური პრობლემები აქვს.

imedinews.ge

Comments
Loading...