შვილმა საკუთარი დედა ცივი იარაღით დაჭრა – ინციდენტი ბათუმში

ბათუმში 50-წლამდე ქალი საკუთარმა შვილმა დაჭრა. ინციდენტი წერეთლის ქუჩაზე, ერთი საათის წინ  მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 19 წლის ახალგაზრდამ დედას ჭრილობა ყელის არეში  ცივი იარაღით მიაყენა, რის შემდეგაც  ადგილიდან მიიმალა.

ქალი ამ  დროისთვის  ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა,  მედიკოსები კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ,  საქმე 11 პრიმა 117 მუხლით აღიძრა,  რაც გულისხმობს ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას. მათივე ინფორმაციით,დაკავებულია სავარაუდო დამნაშავე.

Comments
Loading...