“შოთაძისთვის დაბრალებას ჯობია დაადასტუროს”- სოზარ სუბარი თორდიას შესახებ გავრცელებულ ვიდეოზე საუბრობს

გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე დევნილთა მინისტრი, სოზარ სუბარი საუბრობს.

მისი თქმით, აუდიტის სამსახურის ქმედებები მათ უფლებამოსილებებს გასცდა და ინსტიტუტი  საკუთარ საქმეს უნდა დაუბრუნდეს.

“ვიდეო არ მინახავს, კომენტარს ვერ გავაკეთებ. შოთაძისთვის დაბრალებას ჯობია დაადასტუროს. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რასაც აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები აკეთებენ, გასცდა მათ უფლებამოსილებას. გადავიდნენ პოლიტიკურ თამაშებში, რაც არ შეშვენის ამ ინსტიტუტს. 2012 წლის არჩევნების წინ გასული იყვნენ კანონიდან. ძალიან ცუდია როცა პოლიტიკურ თამაშებს იწყებენ, ეს ინსტიტუტი უნდა დაუბრუნდეს თავის საქმეს რომლისთვისაცაა შექმნილი,”- აცხადებს სოზარ სუბარი.

შეგახსენებთ, რომ  დღეს სოციალური ქსელით გავრცელდა კადრები, სადაც ასახულია გენერალური აუდიტორი ერთ-ერთ კაფეში. აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი გააკეთა თავად ლაშა თორდიამ და მასალის გავრცელებაში პროკურორი ირაკლი შოთაძე დაადანაშაულა

Comments
Loading...