შოტლანდიაში, სავაჭრო ცენტრში ქიმიური ნივთიერების გაჟონვის შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

შოტლანდიაში, სავაჭრო ცენტრ Silverburn-ში ქიმიური ნივთიერების გაჟონვის შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ The Scottish Sun იუწყება.

ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით, სავაჭრო ცენტრში მყოფი პირები უცნობი ნივთიერების შემცველი სპრეით მოიწამლნენ. აღსანიშნავია, რომ სავაჭრო ცენტრში სრული ევაკუაცია განხორციელდა. ექიმებმა დახმარება 40-ზე მეტ დაშავებულს აღმოუჩინეს.

ამჟამად უცნობია, რა ნივთიერებამ გამოიწვია მათი მოწამვლა. ასევე, უცნობია, როგორია დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. გამოცემის თანახმად, ამჟამად შემთხვევის ადგილზე პოლიცია იმყოფება.

 

Comments
Loading...