შსს მინისტრი: დათო სალარიძის მკვლელიც მალე იქნება დაკავებული

“რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა და მივუსამძიმრო ოჯახის წევრებს. მოგეხსენებათ, რომ საზოგადოების ყველა მხარეს, შესაბამისად, შს სამინისტროს და სახელმწიფოს სხვა უწყებებს, სამართლიანად გვავქვს ერთობლვი პოზიცია, რომ გამოძიება ამ ფაქტზე უნდა მოხდეს სწრაფად. ეფექტურად და რაც მთავარია, სამართლიანად.” – შს მინისტრი გიორგი გახარია თბილისში, ორი არასრულწლოვანის მკვლელობასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

“მოგეხსენებათ, ჩვენ მაქსიმალურად მოკლე ვადაში მივაღწიეთ სერიოზულ შედეგებს. სამწუხაროდ, 1 დეკემბერს ხორავას ქ N4 შეიკრიბა 51-ე სკოლის მე-11 კლასელები, მათთან ერთად იმყოფებოდა ამავე სკოლის არასრულწლოვანი მე-8 კლასელი, რომელთა შორისაც მოხდა კონფლიქტი. ამ კონფლიქტში, არასრულწლოვანი მე-8 კლასელის თხოვნით, ჩაერთვნენ თბილისის N1 ექპერიმენტალური სკოლის მოსწავლეებიც.

სიტყვიერი დაპირისპირება მათ შორის გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რის შედეგადაც 2001 წელს დაბადებული არასრულწლოვანი ლევან დადუნაშვილი, მრავლობითი ჭრილობების მიყენების შედეგად, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ასევე, უნდა აღვნიშნო, რომ დღეის მდგომარეობით დადგენილია ფაქტი, ამ ფაქტის ჩამდენი, წაყენებულია ბრალი და მიმდინარეობს გამოძიება. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მეორე ბრალდებული, რომელიც ასევე იდენტიფიცირებულია, ჯერ არ არის დაკავებული და მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მის დასაკავებლად.  2001 წელს დაბადებულ დავით სალარიძის მკვლელობაში ბრალდებულიც იქნება ასევე დაკავებული.

ასევე მინდა ხაზასმისთ აღვნიშნო ყველაზე მნიშვნელოვანი: ამ პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ღამის განმავლობაში სამართალდამცავმა ორგანოებმა დაკითხეს დაახლოებით 150 პირი, ესენი გახლდათ არასრულწლოვანების მშობლები, მათი ოჯახის წევრები, ასევე მათი კანონიერი წარმომადგენლები, როგორც ფაქტი მინდა დავაფიქსირო, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი ძალზედ ცოტამ გამოთქვა, ვგულისხმობ ამ ტრაგედიასთან დამოკიდებულებაში მყოფ ადამიანებს.

ეს არის ძალზედ სერიოზული პრობლემა და როგორც ჩანს, ჩვენს საზოგადოებაში დანაშაულის აღქმა ჯერ კიდევ არ არის სწორი. ჩვენ კარგად გვესმის, რომ შსს-მ, ისევე როგორც განათლების სამინისტრომ და საზოგადოების სხვა წევრებმა, მოქალაქეებმა, რომლებიც აქტიურ პოზიციას იჭერენ, ამ მიმართულებით უნდა გადავდგათ ძალზედ სერიოზული ნაბიჯები, რამეთუ არასრულწლოვნებში დანაშაულის აღქმის შესაბამისი სწორი პოზიციები არსებობდეს.” – განაცხადა შს მინისტრმა.

Comments
Loading...