შსს–მ ბათუმში 14 წლის მოზარდის დაჭრის ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტზე, 2003 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა მიმდინარე წლის 17 ნოემბერს ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 2004 წელს დაბადებულ მ.ღ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Comments
Loading...