შსს–მ საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შემოტანის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანის ბრალდებით, 1975 წელს დაბადებული მ.დ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ მ.დ.-მ, სარფის საბაჟო პუნქტის გავლით, საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი უკანონოდ შემოიტანა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული აჭარაში დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია: 105 აბი “სუბოქსინი” და ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Comments
Loading...