შსს-მ სოფელ ყანდაურაში მომხდარი 4 ადამიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ომარ გამყრელიძის შვილიშვილი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში მომხდარი 4 ადამიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ომარ გამყრელიძის შვილიშვილი დააკავა.

ინფორმაცია mpess.ge–ს  შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს. ფაქტზე გამოძიება 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების შენახვა-ტარებას გულისხმობს.

როგორც  სააგენტოს უწყებაში  განუცხადეს, გამოძიების მსვლელობაში, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი ინფორმაციით დადგინდა, რომ ადგილზე სროლა ორი სხვადასხვა იარაღით განხორციელდა. შემთხვევის ადგილიდან კი ამ ეტაპზე ამოღებულია მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი.

ასევე,  უწყების ინფორმაციით,  ოჯახის წევრების მიერ მიცემულ ჩვენებებში დაფიქსირდა, რომ ო.გ.-ს – მეორე შვილმა 1 მაისს, ანუ ტრაგედიამდე 2 დღის ადრე, განუცხადა ოჯახს, რომ რუსეთში მიემგზავრებოდა, თუმცა მას საქართველოს საზღვრის კვეთა არ უფიქსირდება. ოჯახის წევრების ჩვენებებით, ის არ გამოსულა მათთან კონტაქტზე და მათ არ აქვთ არანაირი ინფორმაცია მის ადგილ-სამყოფელთან დაკავშირებით. ამჟამად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო საგამოძიებო მოქმედებები, მისი ადგილსამყოფელის დასადგენად

Comments
Loading...