შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსი: სვანეთში ყველაფერი ექვემდებარება კონტროლს

ამის შესახებ შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

 

“ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ახორციელებს კანონიერ მოქმედებებს, რომელსაც ხელს უშლის მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი. სწორედ ამის გამო არის შსს-ს გარკვეული დანაყოფები ადგილზე, რომ არ მოხდეს რაიმე ექსცესი. არანაირი სპეცრაზმი აქ დილას არ გამოჩენილა.

ეს არის ცრუ ინფორმაცია. არც დაშავებულები არიან. ყველაფერი ექვემდებარება კონტროლს. გადასული ვართ მოლაპარაკების რეჟიმში მოსახლეობასთან და ვთავაზობთ, რომ ყველა უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გავიდეს ტერიტორიიდან და ჩადგეს პროცესი კალაპოტში. სახლში არავის შევარდნიან. შევიდნენ უკანონოდ ფუნქციონირებად სახერხებში. უკანონოდ რომელიც ფუნქციონირებს, იქ განხორციელდება კანონის შესაბამისი მოქმედებები”, – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

 

Comments
Loading...