“ჩამოაწერეთ გლეხებს ვალები, ამით თქვენს მილიარდებს არაფერი დააკლდება” – ნათელაშვილი ბანკების ხელმძღვანელებს მიმართავს

“ლეიბორისტული პარტიის” პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი ბანკების ხელმძღვანელებს მიმართავს, გლეხებს, რომლებსაც მოსავალი გაუფჭდათ, ვალები ჩამოაწერონ.

“მძიმე დღეები უდგათ კახეთის ზონაში საზამთროსა და ნესვის კულტურებზე ორიენტირებულ გლეხობას.იმის გამო რომ ხელისუფლებამ დანაშაულებრივად შეზღუდა ამ პროდუქტების უცხოეთში გატანა მაღალი ტარიფების დაწესებით,მილიონობით ტონა მოსავალი დარჩა მინდვრებში და განიცადა ლპობა. გლეხები სრულიად დარჩნენ შემოსავლის გარეშე და უფრო მეტიც წამოეკიდათ თქვენი ბანკებიდან გაცემული ვალების უღელი. .კატეგორიულად გთხოვთ ყველას ჩამოაწეროთ აღნიშნული უიმედო ვალები, ამით თქვენს უკანონოდ მოპოვებულ მილიარდებს ბევრი არაფერი დააკლდება, ხალხს კი გადარჩენის პერსპექტივა შეუნარჩუნდება”, – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

 

Comments
Loading...