“ჩემი ზურა, ჩემი ანგელოზი წავიდა თავისიანებთან – ანგელოზებთან” – ეკა მიშველაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ჟურნალისტი ეკა მიშველაძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:

ჩემი ზურა, ჩემი მამობილი, ჩემი ანგელოზი წავიდა თავისიანებთან – ანგელოზებთან. ჩემთვის ყველაფერი იყო, მამაზე მეტი, ყველაზე საყვარელი ადამიანი ვისაც კი ვცნობდი ყველა ჩვენგანის, საერთოდ ყველას პატრონი , გამზრდელი და მომვლელი ასეთი კეთილი ადამიანი არ არსებობდა… ამ ტკივილს და დარდს არ ვიცი როგორ გავუძლებთ. ვერ მოერია კოვიდს, ძალიან გაურთულდა მისი უკვე არსებული მდგომარეობის გამო… მიყვარხარ ზურა, ჩემო უტკბილესო ადამიანო… შეხვედრამდე პანაშვიდებიც დღეს და ხვალ და დაკრძალვაც ოთხშაბათს 14.00 საათზე, წმ. ანდრია პირველწოდებულის ტაძრიდან. ჭავჭავაძის გამზირი 33, მე-9-ე საავადმყოფოსთან”, – წერს მიშველაძე facebook-ზე.

Comments
Loading...