ჩერგოლეიშვილი: გაერთიანებულ ოპოზიციას შედეგების არაღიარებით საკუთარი თავი ჩიხში შეჰყავს!

ამის შესახებ “ტაბულას” დირექტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა “ტვ პირველის” გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა” განაცხადა.

“აბსოლუტურად უაზრობად მიმაჩნია “არ ვაღიარებ შედეგებს” ყვირილი. ამით შენ თავს იქცევ იზოლაციაში და ჩიხში შეგყავს შენი თავი. ეგრე ზვიად გამსახურდიას მომხრეებს გაცილებით მეტი მიზეზი ჰქონდათ, სახელმწიფო გადატრიალება მოუწყვეს პირველ პრეზიდენტს. არ აღიარებდნენ 11 წელი შევარდნაძეს და რა მიიღეს?! მე როგორც ბიძინა ივანიშვილისადმი ოპოზიციურად განწყობილმა არ მინდა ისე დავამთავრო, როგორც მაგ ხალხმა დაამთავრა, შევარდნაძის გასვენებაში გარეთ რომ იდგნენ. იმის მიუხედავად, რომ სრულად ვიზიარებ მათ პათოსს, გამსახურდია მართლა დაამხეს.

ესენი რას აპირებენ?! გაეროში სიტყვით რომ გამოვა, იტყვიან არ ვაღიარებთო?! ჩიხში შეჰყავთ საკუთარი თავი ამ არაღიარებით. ფაქტია, რომ ამ ქალს არ აქვს არც სამართლიანი და არც დემოკრატიული მანდატი და ამისთვის ყველანაირი ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ. დაწყებული საერთაშორისო აქტორებთან კომუნიკაციით და დამთავრებული ადგილზე, იქნება ეს საპარლამენტო სამუშაო, ქუჩის აქციები და ა. შ. იმისთვის, რომ ხელისუფლება შევავიწროვოთ”, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

 

Comments
Loading...