ჩეხეთს მილიარდერი პრემიერმინისტრი ჰყავს

ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა ახალ პრემიერად მილიარდერი ანდრეი ბაბიში, პარტია ANO- ს ლიდერი დანიშნა, რომელმაც არჩევნებში გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

ჩეხეთის რესპუბლიკაში ჩეხოსლოვაკიის დაშლის შემდეგ, 2014 წლის იანვრიდან 2017 წლის მაისის ჩათვლით სლოვაკური წარმოშობის მეწარმე ბაბიში, ქვეყნის ფინანსთა მინისტრი იყო. მისი კარიერა ქვეყანაში კომუნისტური რეჟიმის პერიოდში დაიწყო, როგორც საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციის თანამშრომელი გახდა. 1980 წელს იგი კომუნისტურ პარტიას შეუერთდა. ჩეხოსლოვაკიის დაშლის შემდეგ, იგი სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობდა, დაარსა ჰოლდინგი Agrofert-ი, რომელიც აგრობიზნესის, სასუქისა და მედიის სფეროში მუშაობს. Forbes- ის მონაცემებით, მისი ფინანსური კაპიტალი 4,1 მილიარდ დოლარს შეადგენს.

პარტია ANO ბაბიშმა 2011 წელს დაარსა. პარტიის პროგრამა ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლასა და მეწარმეებისთვის გადასახადების შემცირებას ეფუძნება. 2017 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ ხმათა 29% მიიღო და პარლამენტის ქვედა პალატაში პირველი ადგილი დაიკავა.

Comments
Loading...