„ჩვენი მხრიდან ოკუპანტის ენაზე ერთი სიტყვაც კი არ თქმულა“ – ვახო ბიჭიკაშვილი სოჭში გამართულ კონცერტთან დაკავშირებით

„კომედი შოუს“ ერთ-ერთი მსახიობი ვახო ბიჭიკაშვილი სოჭში გამართულ კონცერტთან დაკავშირებით, საზოგადოების მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს.

„ჩვენც ბევრი ვიფიქრეთ წავსულიყავით თუ არა სოჭში, სანამ არ დავაზუსტეთ რომ რომ ეს იყო რიგითი ქართველი-ემიგრანტების ორგანიზებული კონცერტი და არა პუტინთან დაახლოებული და მსგავსი ბინძური საზოგადოების დაგეგმილი ვირიშვილობა, რომელიც საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს ატარებს.

კონცერტს ესწრებოდა სრულად ქართველი ადამიანები და ერთი სიტყვაც კი არ თქმულა ჩვენი მხრიდან ოკუპანტის ენაზე! მსგავს კონცერტებს ვატარებთ საბერძნეთშიც, იტალიაშიც, საფრანგეთშიც და ყველგან სადაც ჩვენი ქართველი-ემიგრანტები არიან! სადაც არ უნდა ვიყო ყოველთვის ვიტყვი რომ რუსეთი ოკუპანტია“,- წერს  მსახიობი „ფეისბუქში“.

Comments
Loading...