ჩინეთი აშშ-ს სანქციებს საპასუხო შეზღუდვებით უპასუხებს

ჩინეთი აპირებს, რომ საპასუხო სანქციების დააწესოს შეერთებული შტატების წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც აშშ-ს ლიდერმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ჰონგ კონგში შექმნილი ვითარების გამო პეკინზე შეზღუდვების დაწესების შესახებ. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. ამის შესახებ იუწყება Reuters.

“ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ს მხარეს, დაუყოვნებლივ შეცვალოს გადაწყვეტილება და შეწყვიტოს განცხადებების გაკეთება და შეწყვიტოს ისეთი ქმედებები, რომლებიც საზიანოა ჩინეთის ინტერესებისთვის. ჩინური მხარე რეაგირებას მოახდენს ვითარების განვითარების შესაბამისად“, – განაცხადა დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

ამასთან, მან ვაშინგტონის ქმედებებს უხეში ჩარევა უწოდა ჰონგ კონგსა და ჩინეთის შიდა საქმეებში.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, ჩინეთს, ჰონგ კონგის საქმეებში ჩარევის გამო სანქციები უწესდება.

კანონი ითვალისწინებს შეზღუდვებს კომპანიებსა და ფიზიკურ პირებზე, რომლებიც მონაწილეობდნენ ჰონგ კონგის ეროვნული უსაფრთხოების აქტის შემუშავებაში და მიღებაში.

პრეზიდენტმა ასევე ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც ჰონგ კონგისთვის ადმინისტრაციული რეგიონის განსაკუთრებული სტატუსის ჩამორთმევას ითვალისწინებს. მან განმარტა, რომ ეს ნიშნავს პრივილეგიების გაუქმებას ეკონომიკურ სფეროში და განსაკუთრებული მნიშვნელობის ტექნოლოგიების ექსპორტს.

Comments
Loading...