ჩინეთში, საპარკინგე შენობის ნგრევის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთის სამხრეთით, ქალაქ გუიანში, საპარკინგე შენობის ნგრევის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ჩინეთის ცენტრალური ტელემაუწყებლობა იტყობინება.

შენობა ადგილობრივი  დროით 16:21 საათზე ჩამოინგრა. მასზე 14 ადამიანი მუშაობდა, რომელთაგანაც 3-მა მოახერხა და იქაურობას თავი თავისით დააღწია, კიდევ ერთი კი მაშველებმა გამოიყვანეს. დანარჩენების სამძებრო სამუშაოები ათი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 8 ცხედარი გამოიტანეს, დაშავებულია კიდევ ორი მუშა.

შენობის ჩამონგრევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია და ახლა დგინდება.

Comments
Loading...