ჩინეთში ჩამოინგრა სასტუმრო, რომელიც საკარანტინო ზონა იყო კორონავირუსიანებისთვის (ვიდეო)

ინფორმაცია ამის შესახებ პორტალ cnbc-ზე ქვეყნდება

ინფორმაციის თანახმად, ფუძიანის პროვინციის ქალაქ ციუანოუში ჩამოინგრა ის სასტუმრო , რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულთა საკარანტინე ზონად გამოიყენებოდა.მოინგრა
 
ციუანჯოუს ხელისუფლების თქმით, სასტუმრო შაბათს, საღამოს 7:30 საათზე ჩამოინგრა და მომდევნო ორი საათის განმავლობაში შენობაში მყოფი, დაახლოებით ,70 კაციდან 34 კაცის ამოყვანა მოხერხდა ნანგრევებიდან.
 
გაზეთ People’s Daily-ს ცნობით, ჩამონგრეული 80 ნომრიანი სასტუმრო 2018წლის ივნისში გაიხსნა.
 

ფუძიანის პროვინციის ხელისუფლების თქმით, პარასკევის მდგომარეობით ,პროვინციაში კორონავირუსით ინფიცირების 279 შემთხვევა დადასტურდა და მათთან ახლო კონტაქტში მყოფი 10819 ადამიანი დაკვირვების ქვეშაა.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

Comments
Loading...