ჩინეთში ძაღლმა ცოცხლად დამარხული ბავშვი გადაარჩინა (ვიდეო)

ჩინეთში, ქალაქ ძიანძინში ძაღლმა ცოცხლად დამარხული ბავშვი გადაარჩინა.

როგორც გამოცემა The Sun იტყობინება, ძაღლმა , სავარაუდოდ, ახალშობილის სუნი იგრძნო და მიწის თხრა დაიწყო.

ძაღლის უჩვეულო საქციელი მისმა პატრონმა შენიშნა, ადგილზე მისულმა კი მიწაში ჯერ თეთრი ქსოვილი დაინახა, შემდეგ კი თეთრ ქსოვილში გახვეული ჩვილი ნახა.

ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, ერთი თვის პატარას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცავთა განცხადებით, სავარაუდოდ, მშობლებს ბავშვი გარდაცვლილი ეგონათ და შეცდომით დაასაფლავეს. პოლიცია, ჩვილის მშობლებს ეძებს.

https://youtu.be/38EH4ASf698

 

 

წყარო: ნიუპოსტი

Comments
Loading...