ჩოხატაური-სამტრედიის დამაკავშირებელ გზაზე, მიკროავტობუსი 30 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა

ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაური-სამტრედიის დამაკავშირებელ გზაზე. ინფორმაციას “გურია ნიუსი”ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, სოფელ ჭორგნარში,  სატვირთო მიკროავტობუსი, რომელშიც მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, დაახლოებით, 30 მეტრი სიმაღლიდან ხევში გადაიჩეხა. 

როგორც თვითმხილველმა “გურია ნიუსს” შეატყობინა, მძღოლს დაზიანებები არ მიუღია.

“დაახლოებით, 30 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. როგორც ჩანს, იტრიალა მანქანამ. მხოლოდ ბუჩქები და გვიმრებია მაგ ტერიტორიაზე. მძღოლს დაზიანებები საერთოდ არ მიუღია. შემთხვევა ახალმომხდარია და, ჯერჯერობით, შსს-ს წარმომადგენლები ადგილზე არ იმყოფებიან”, _ უთხრეს “გურია ნიუსს”.

Comments
Loading...