ჩოხატაურში, ე.წ. სასტუმროს ბინებში ხანძარია

ხანძარია ჩოხატაურში, ე.წ. სასტუმროს ბინებში.

ადგილზე რამდენიმე სახანძრო მუშაობს.

როგორც ადგილიდან mpress.ge-ს აცნობეს, მოხდა მოსახლეობის დროული ევაკუაცია
და საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.

ამ ეტაპზე, უცნობია, ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

Comments
Loading...