ჩოხატაურში მერის წარმომადგენელი ნარკოტიკის შეძენა-შენახვისთვის დააკავეს

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ბუკისციხის თემში, 44 წლის გელა ეზიეშვლი ნარკოტკის შეძენა-შენახვისთვის დააკავეს.

ჩოხატაურის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა, როდესაც ის სამარშუტო ტაქსით თბილისიდან მოდიოდა.

„დღეს გახდა ჩვენთვის ცნობლი ბუკისციხის მერის წარმომადენელის დაკავების შესახებ. გელა ეზიეშვილი მერის რწუნებულად 2015 წელს დაინიშნა, გამოცდები გაიარა ჩვეულებრივად, მოიტანა შესაბამისი საბუთები, მათ შორის ნარკოლოგიური ცნობაც. ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ ყოფილა. ველოდებით ექსპეტიზის დაასკვნას, ჯერ არ იციან რა ნარკოტიკი უპოვეს ჯიბეში“- განაცხადა ჩოხატაურის მერიის პრეც-სამსახურის უფროსმა იამზე ვაჩეიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით( „ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება“) მიმდინარეობს.

Comments
Loading...