ჩრდილოეთ კალიფორნიის სანაპიროზე ზვიგენმა სერფერი დაგლიჯა

კვირას,10 მაისს,ჩრდილოეთ კალიფორნიის სანაპიროზე ზვიგენმა სერფერი დაგლიჯა. ინფორმაციას ავრცელებს Fox News.

გამოცემის ცნობით,ზვიგენი მამაკაცს თავს დაესხა მაშინ,როდესაც იგი წყალში,სანაპიროდან 90 მეტრის დაშორებით იმყოფებოდა.

მამაკაცი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

მომხდარის გამო,სანაპირო 5 დღით მთლიანად დაიხურა.

Comments
Loading...